ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები

წილის გამოძალვისთვის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები "თეთრონი", "ჩინა" და "ბუთა" დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გათამაშებაში მოგებული ავტომობილიდან წილის გამოძალვისთვის 4 პირი დააკავა. 

შსს-ის ცნობით, დაკავებულები 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი ბ.ს. (მეტსახელად "თეთრონი"), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ასევე "კრიმინალური ავტორიტეტი" დ.კ. (მეტსახელად "ჩინა"), 1991 წერს დაბადებული მ.ე. (მეტსახელად "ბუთა") და 1983 წელს დაბადებული დ.ჯ. არიან.

შსს-ის ინფორმაციით, ქუთაისში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, დაშინებით, ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1994 წელს დაბადებულ მოქალაქეს უკანონოდ სძალავდნენ ონლაინ ტოტალიზატორში მოგებული ავტომანქანის "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს" ღირებულების ერთ მესამედს - $10 000-ს. 

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები