საბიუჯეტო ხარჯები

წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტიდან მივლინებებში 40.7 მილიონი დაიხარჯა

0 კომენტარი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2019 წლის პირველ ექვს თვეში სამივლინებო ხარჯებმა 40.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მივლინებებზე ბიუჯეტიდან 37.3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯებში შედის სამშვიდობო მისიების სამივლინებო თანხა, რაც წლის პირველ ნახევარში 18 მილიონ ლარს აღწევდა.

სახელმწიფო უწყებებიდან, წელს ყველაზე მეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დახარჯა, ჯამში 2.9 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სამივლინებო ხარჯები 1.4 მილიონ ლარს შეადგენდა. პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1.4 მილიონი ლარი დახარჯეს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა კი - 1.1 მილიონი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებში 850 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები