იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება

იარაღის და საბრძოლო ვაზნების შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში 30 წლის ქალი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბათუმში 1988 წელს დაბადებული ხ.თ., დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "პარაბელიუმის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 35 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები