ვლადიმირ პუტინი

რუსეთში მრავალათასიანი აქციების ფონზე, პუტინი ყირიმში ბაიკერების შოუს დაესწრო [Video]

რუსეთში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმში ბაიკერებსი შოუს დაესწრო.

პუტინმა ბაიკერების კლუბ "ღამის მგლებს" დაარსების 10 წლისთავი მიულოცა. ის კლუბის დამაარსებელთან ერთად გამოჩნდა და საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა. 

"ძალიან მიხარია ყველა თქვენგანის ნახვა. ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ 10 წლის წინ ჩამოყალიბებულ ტრადიციას აგრძელებთ. ამ ტრადიციით თქვენ მხარს უჭერთ იმ ღირებულებებს, რომელიც საუკეთესოა და ყველა რუსის გულშია. ეს არის ჩვენი გმირული წარსული. თქვენ მაგალითს აძლევთ ახალგაზრდებს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი პატრიოტი. გილოცავთ და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ"- თქვა პუტინმა. 

გუშინ, 10 აგვისტოს მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს 220-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აქციის ორგანიზატორთა ცნობით, მოსკოვის ცენტრში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებს მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.

კომენტარები