ავარია

იგოეთთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

იგოეთთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. სოფელ რენესთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ფილებს დაეჯახა. გარდაცვლილებს შორის ორი მამაკაცია, ერთი კი შუა ხნის ქალი. დაშავებულია მძღოლი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტომობილის მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამაც ავარია გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდეა თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

კომენტარები