ანაკლიის პორტი

ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: ბია

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტაბულას უდასტურებს, რომ პროექტიდან ამერიკული კომპანია კონტი ჯგუფი გავიდა. TBC ჰოლდინგთან ერთად, კონტი კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს კონტი ჯგუფს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო.

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.

კონტის პროექტიდან გასვლა TBC-ის გარშემო მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებსაც უკავშირდება - მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, ანაკლიის პორტის სამეთვალყურეო საბჭო ორივემ დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები