ფულადი გზავნილები

შემოსული ფულადი გზავნილები ივლისში 7%-ით გაიზარდა

REUTERS

საქართველოს ერონვული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 154.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 443.3 მილიონი ლარის ტოლია.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 7%-ით გაიზარდა.

საქართველოდან საზღვარგარეთ ივლისში 19.2 მილიონი დოლარი გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ 9.36%-იანი კლების მიუხედავად, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ფულადი გზავნილები 21.79%-ით გაზრდილია, ქვეყნების მიხედვით კი ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები იტალიიდან და საბერძნეთიდანაა შემოსული.

კომენტარები