ტვ იმედის ფილმი

აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი TV იმედის Facebook გვერდიდან წაშალეს, Youtube-ზე რჩება

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

ტვ იმედის 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" არხის ოფიციალური Facebook გვერდიდან წაშლილია, თუმცა Youtube-ის არხზე კვლავ რჩება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ფილმის წაშლის გადაწყვეტილება ნეგატიური გამოხმაურებებისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან მრავალგზის "დარეპორტების" შემდეგ მიიღეს. ტელეკომპანიის ფილმი "იმედინიუსის" მთავარი რედაქტორის თეონა გეგელიას ინიციატივით და არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წაიშალა.

ფილმი, სახელწოდებით "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს...

ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

ტვ იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ლალიაშვილმა, აიღო. ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს".

დღეს, 15 აგვისტოს, იმედის ჟურნალისტების ნაწილმა, აღნიშნული ფილმი გააპროტესტა. ჟურნალისტები Facebook-ის გვერდზე ერთნაირ ტექსტს აქვეყნებენ და წერენ, რომ ემიჯნებიან ფილმის "ერთ-ერთ მთავარ ხაზს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები