ბაქრაძე გორში

"მოსახლეობა უწყლობის გამო შემოსავლის ერთადერთი წყარო უნადგურდება," - ბაქრაძე გორში

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გორის რაიონის სოფელ ზეღულეთში მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. სოფელ ზეღულეთის მაცხოვრებლებს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ და როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ვაშლის მოსავალი უწყლობის გამო სრულიად განადგურებულია. ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ იმ პრობლემებს, რაც სოფელ ზეღულეთის მოსახლეობას აწუხებს.

„ერთადერთი შემოსავალი ამ რაიონის და ამ სოფლის მაცხოვრებლებისთვის არის მათი ბაღები და ვაშლის მოსავალი და აქვთ უზარმაზარი პრობლემა. ეს არის უწყლობა და პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ დგას უსამართლობის პრობლემაც რადგან აქვე, გვერდზე ადგილობრივი დეპუტატის ბაღს წყალი მიეწოდება. ანუ გამოდის ისე, რომ ერთი და იგივე ტერიტორიაზე ადგილობრივი დეპუტატის ბაღი არის პრივილეგირებულ ვითარებაში და ირწყვება და სოფლის ჩვეულებრივი მოსახლეობა საერთოდ უპატრონოდ და მიუხედავად არის განწირული და დატოვებული. აი ეს არის ამ პრობლემის ანატომია - უწყლობა, უყურადღებობა და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ საკუთარ ჯიბეში და საკუთარ ინტერესზე ზრუნვა. ამიტომ ამ ადამიანებს სჭირდებათ მიხედვა, სჭირდებათ გვერდით დგომა, იმიტომ, რომ მთავარი შემოსავალი და ერთადერთი შემოსავალი ამ ადამიანების არის ვაშლი. როდესაც საუბრობს ჩვენი ხელისუფლება, რომ სოფელი ფეხზე დააყენა და მიხედა მე მოვუწოდებ მათ ჩამოვიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაში არიან ადგილობრივი მოსახლეობა. როგორ უჭირთ ადამიანებს და როგორ უნადგურდებათ ერთადერთი შემოსავალის წყარო, მხოლოდ იმის გამო, რომ რაიონში არის სრული უყურადღებობა, უპატრონობა და არავის არ აწუხებს რიგითი ადამიანის პრობლემა,“ - თქვა დავით ბაქრაძემ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები