შავი ზღვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმია, მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, წყალში არ ჩავიდნენ

0 კომენტარი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები. მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები