ლარის კურსი

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან - გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.39 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარის ოფიციალური კურსი 2.9225 ლარია, 1 ევროსი კი - 3.2434 ლარი.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.

კომენტარები