რუსთავი 2

ბახტაძე R2-ზე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი

აჭარის ტელევიზია

მამუკა ბახტაძემ რუსთავი 2-ის შესახებ თქვა, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში გვქონდეს მაღალი დონის მედია პლურალიზმი". 

ხოლო ჟურნალისტების კითხვის პასუხად იმის შესახებ, რომ ოპოზიცია რუსთავის 2-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პრემიერმა თქვა, რომ ეს საკითხები ერთმანეთს არ უკავშირდება.

"სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაში იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს, ვთქვა ყველაზე მთავარი – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი". 

ბახტაძემ კომენტარი ბათუმში გააკეთა, სადაც რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ დაათვალიერა. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტის მოტივით ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლა, დღეს, 21 აგვისტოს კურიერის მთელმა გუნდმა არხი დატოვა. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები