მსოფლიო პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის შესაძლო დაბრუნებას შეცდომას უწოდებს

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი რვიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ჯერ აუცილებელია გადაწყდეს უკრაინის კრიზისი. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის დაბრუნება დიდი რვიანის ფორმატში შეცდომა იქნებოდა, რომელიც ევროკავშირის სისუსტეს აჩვენებდა. 

"მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარი წინაპორებების გარეშე რუსეთის დაბრუნება ფორმატში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სისუსტის მანიშნებელი იქნებოდა. ეს ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებდა დაუსჯელობის სინდრომს", — განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, რუსეთის დაბრუნებისთვის აუცილებელია გადაწყდეს კრიზისი უკრაინაში.

აქამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN გაავრცელა ინფრომაცია, რომ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი თანახმა არიან რუსეთს დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე მოიწვიონ. მოგვიანებით, ტრამპმა ეს სურვილი დაადასტურა, ხოლო საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში განმარტეს, რომ პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით, უკრაინაში ვითარების გაუმჯობესებაზე იქნება დამოკიდებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები