გოჭი პეპა

Hasbro პეპა გოჭის მფლობელ კომპანიას 4 მილიარდ დოლარად ყიდულობს

Wikipedia

ამერიკული კომპანია Hasbro ყიდულობს კომპანიას (eOne), რომელიც პოპულარულ საბავშვო მულტფილმს გოჭი პეპას ფლობს, როგორც ცნობილია, კომპანიები 4 მილიარდ დოლარზე შეთანხმდნენ.

გასართობი კომპანია, რომელიც ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ასევე ანიმაციური ბრენდებს PJ Masks-სა და Ricky Zoom-ს ფლობს.

გოჭი პეპა კომპანია Hasbro-ს პოპულარულ ბრენდებთან, მათ შორის ჩემი პატარა პონისთან, ტრანსფორმერებთან, Play-Doh-თან, მონოპოლისთან და ყოვლისშემძლე რეინჯერებთან გაერთიანდება.

გარიგება, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს დასრულდება. კომპანიების თქმით, eOne-ის ყველაზე წარმატებული აღმასრულებლები Hasbro-ს გუნდს შეუერთდებიან.

კომენტარები