ე.წ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

რადიო თავისუფლება/ანაიდ გოგორიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

ე.წ არჩევნებს თბილისი "მორიგ უკანონო ქმედებად" აფასებს. 

მოქმედ ე.წ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას 9 კონკურენტი ჰყავდა, თუმცა, სავარაუდოდ, უკანონო არჩევნებში ისევ მან გაიმარჯვა. 

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტულ არჩევნებში 116 000 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. გახსნილი იყო 150 საარჩევნო უბანი. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი იმავე ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა, ასევე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ერთად. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღევანდელი ე.წ არჩევნები იყო "მორიგი უკანონო ქმედება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული". 

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს აღიარებული. ამ რეგიონებს, რომლებიც მთლიანობაში საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენენ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მთავრობები მართავენ. 

კომენტარები