ძაღლები

აშშ-ში 80 წლის კაცმა "ძაღლების მატარებელი" გააკეთა, რათა უპატრონო ცხოველები ასეირნოს

0 კომენტარი

80 წლის ეუგენ ბოსტიკი აშშ-ის შტატ ტეხასში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას, სახლთან 1 ჰექტარი მიწა აქვს, სადაც მისი თქმით ხშირად ტოვებენ უპატრონო ძაღლებს, რის გამოც მას ეზოში ბევრი ძაღლი ჰყავს.

ბოსტიკების ოჯახი უპატრონო ცხოველებს უვლის, ისინი ყოველ დღე ყიდულობენ მათთვის საკვებს და ვეტერინარებთან დაყავთ.

გარდა ამისა, ეუგენ ბოსტიკმა ძაღლების გასეირნების ორიგანალური გზა მოიფიქრა - მან "ძაღლების მატარებელი" გააკეთა, სადაც ის ცხოველებს სვამს და ასე ასეირნებს მათ გარეთ. როგორც წესი, მატარებლით ერთი გასეირნება საშუალოდ საათნახევარი გრძელდება და ძაღლებს ეს ძალიან მოწონთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები