KFC

KFC აპირებს, მომხმარებლებს ვეგანური შემწვარი ქათამი შესთავაზოს

0 კომენტარი
KFC

ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების ქსელი KFC გეგმავს, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს მცენარეული მასალით გაკეთებული ქათმის ხორცი შესთავაზოს.

კომპანია პირველ ეტაპზე ახალ პროდუქტს აშშ-ში, ატლანტას ერთ-ერთ რესტორანში სატესტო რეჟიმში გაყიდის. KFC-ში აცხადებენ, რომ მომდევნო ნაბიჯებს მომხმარებლის რეაქციის მიხედვით განსაზღვრავენ.

პროდუქტის წარმოებაში ჩართულია ამერიკული ხორცის შემცვლელების მწარმოებელი კომპანია, Beyond Meat.

KFC ამჟამად მსოფლიოს 119 ქვეყანაში ფუნქციონირებს, რესტორნების რაოდენობა კი უკანასკნელი მონაცემებით 22 ათასს აჭარბებს. უკანასკნელ ხანებში, კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო უცხოური ბაზრები ხდება. ამჟამად, KFC-ის გაყიდვების 27% ჩინეთზე მოდის, აშშ-ზე კი 17%. 2015 წელს KFC საქართველოშიც შემოვიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები