გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული მოქალაქეები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

For Freedom

გავრილოვის ღამის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა პატიმრობაში დატოვა. 

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით 7 მათგანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა. 

პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ეზოში აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები და აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

"7 ადამიანი, რომელიც დააკავეს გავრილოვის ღამეს, დატოვეს კვლავ პატიმრობაში. პარალელურად მაშინ, როცა საქართველოში მედია პლურალიზმის პრობლემაა, რუსთავი 2 გათიშეს და რამდენიმე კრიტიკული, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დრო იხელთა აგვისტოში და მაქსიმალურად ჩატენეს ყველა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და სერიოზული პროცესი, სადაც შეუძლიათ საქმეების ჩამალვა  და ჩაფარცხვა და მოსამართლეებს და პროკურორებს შეუძლიათ პოლიტიკური დაკვეთების შესრულება", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ. 

20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც მშვიდობიანი ანტირუსული აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა, ათობით ადამიანი დაშავდა, 2-მა კი თვალი დაკარგა, მოქალაქეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, თუმცა, ხელისუფლება აქციას ძალადობრივს უწოდებს და გახარიას გადაყენებას არ აპირებს. პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებითაც დაიწყო. სამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. 

კომენტარები