ბერლინის ზოოპარკი

ბერლინის ზოოპარკის ბინადარი, პანდა მენგ მენგი, ფეხმძიმედაა

AFP/TOBIAS SCHWARZ

ბერლინის ზოოპარკში მცხოვრები პანდა, სახელად მენგ მენგი, ფეხმძიმედაა. როგორც ცნობილია, პანდა ახალშობილს 2 კვირაში გააჩენს. ამის შესახებ ინფორმაცია ვერლინის ზოოპარკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გუშინ, 27 აგვისტოს, გაავცელა.

ზოოპარკის ბინადრები, მენგ მენგი, რომელიც პატარა ოცნებას ნიშნავს, და მისი პარტნიორი ჯიაო ქინგი, იგივე "პატარა განძი" ბერლინის ზოოპარკში 2017 წლიდან ცხოვრობენ.

"გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ცხოველების ნაშიერების დაბადება, როგორიც პანდაა, ნადვილი, დიდი საჩუქარია", - ამბობს ზოოპარკის დირექტორი.

კომენტარები