ირანი

ირანელ აქტივისტს "ჰიჯაბის მოხსნით გავრცელებული პროსტიტუციისთვის" 15 წელი მიუსაჯეს

ირანელ ქალთა უფლებადამცველს, საბა კორდ აფშარის, 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საიდანაც 15 წელი "ჰიჯაბის მოხსნით გავრცელებული პროსტიტუციისთვის" აქვს მისჯილი. ასევე, აქტივისტს ბრალად ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა ედება.   

20 წლის აფშარი 1 წლის წინაც დააკავეს, თუმცა თებერვალში გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ აქტივისტს საკუთარი საქმიანობა არ შეუწყვეტია. აფშარი საპროტესტო ჯგუფის, White Wednesday-ს წევრია, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას აპროტესტებს.  

აფშარი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს, რომლებშიც ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე დადიოდა და სხვა ქალებსაც მოუწოდებდა, წესი დაერღვიათ და იგივე გაეკეთებინათ. 

აგვისტოს თვეში ირანში კიდევ სამი ქალი აქტივისტი დააკავეს. სასამართლომ სამივეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები