სავარაუდოდ გამგებლის მოადგილის მიერ თანამშრომლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - video

სოციალურ ქსელის მომხმარებლმა, გიორგი ყუფარაძემ გაავცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ გლდანის გამგეგებლის მოადგილე თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ტაბულას შსს-ში უხრეს, რომ გამოძიება ძალადობის, სსკ-ის 126-ე მუხლით უკვე დაწყებულია.

"ესე იმართება გლდანის რაიონის გამგეობა. თათბირზე წამოწევ რამე სახის პრობლემას და გამოგიყვანს მოადგილე და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოგაყენებს", - წერს Facebook მომხმარებელი საკუთარ გვერდზე.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში 27 აგვისტოს გავრცელდა. როგორც ცნობილია, ვიდეოში ასახული დაპირისპირება 2017 წელს მოხდა.

 

კომენტარები