მიუნხენის აეროპორტი

მიუნხენის აეროპორტში კაცის არასწორ კარში შესვლამ 200 ფრენის გაუქმება გამოიწვია

0 კომენტარი
მიუნხენის აეროპორტში ხალხი რეისებს ელოდება, 27 აგვისტო ფოტო: washingtonpost.com

მიუნხენის აეროპორტში, ესპანელი კაცის შემთხვევითმა ქმედებამ 200 ფრენის გაუქმება გამოიწვია.

ბავარიული არხი BR24-ის ცნობით, მიუნხენის აერპორტში მადრიდში მიმავალი კაცი მგზავრების მოსაცდელი ადგილიდან  საპირფარეშოში გავიდა, იქიდან გამოსვლისას მან შემთხვევით დააჭირა ღილაკს, რომელიც აღებდა კირტიკული მდგომარეობის შემთხვევებისთვის განკუთვნილ გასასვლევს. ეს ადგილი მხოლოდ იმ მგზავრებისთვის იყო განკუთვნილი, ვისაც უკვე გავლილი ჰქონდა უსაფრთხოების შემოწმება. როდესაც კაცი ამ ადგილიდან გამობრუნდა მოსაცდელ ადგილთან მას არავინ არ დახვდა.

ამ კაცის ქმედებამ ჩართო განგაში, რის გამოც აეროპორტის ორი ტერმინალის ევაკუაცია მოხდა და აერპოროტში ყველა ქმედება გააჩერა. კაცის შემთხვევმა ქცევამ დაახლოებით 5000 მგზავრზე იქონია ეფექტი და 200 ფრენა გაუქმდა. 

პოლიციას არ უთქვამს კაცის სახელი, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ეს კაცი ესპანელია და ტაილანდიდან მადრიდში ბრუნდებოდა. მას ალბათ არანაირი სასჯელი არ ექნება, რადგან ეს ყველაფერი შეცდომით მოუვიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები