ეკონომიკური ზრდა

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.1%-ით გაიზარდა.

პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდა 5.1%-ს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, ივლისში გაიზარდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხრარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგები.

კლებას ჰქონდა ადგილი სამთომოპოვებითი მრეწველობისა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების დარგებში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.

კომენტარები