რაგბის მსოფლიო თასი

მამუკა ბახტაძე: მამუკა გორგოძემ მითხრა, რომ მსოფლიო თასზე ითამაშებს

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე Facebook-ზე წერს, რომ როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ მას უთხრა, მორაგბე მსოფლიო თასზე ნაკრებს დაუბრუნდება.

"მეგობრებო, მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე 2 დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისათვის! ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბორჯღალოსნებს!," - წერს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა რვა ნომერმა და კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ, ნაკრები 2017 წელს დატოვა, თუმცა დღეს მედიაში ვრცელდებოდა ცნობები მისი სავარაუდო დაბრუნების შესახებ მსოფლიო თასზე.

კომენტარები