Joker

“გაგიჟებას იწყებ” - ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლისთვის 23 კილო დაიკლო

0 კომენტარი
ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლში

ჯოკერის შესახებ გადაღებული ფილმის Joker-ის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, რომელშიც ხოაკინ ფენიქსის შესრულებამ ხალხი აღფრთოვანებული დატოვა.

ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერის როლის შესრულებისთვის 23 კილო ძალიან მოკლე ხანში დაიკლო. მან Hollywood Reporter-თან ამ როლის შესრულებაზე ისაუბრა.

“საბოლოოდ გამოდის, რომ ეს შენს ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს. გაგიჟებას იწყებ. ძალიან ძნელია ის [ჯოკერი] განსაზღვრო და მეტიც, საერთოდ არ გინდა რომ განსაზღვრო. რაღაც მომენტებში ჩვენ ძალინ ვუახლოვდებიდით ერთმანეთს, სადაც აღმოვაჩინე რომ მისი პიროვნების და მოტივაციის რაღაც ნაწილები ჩემსას ემთხვეოდა. ამის შემდეგ, მისგან უკან მივდიოდი, რადგან მსურდა პერსონაჟი მისტიური ყოფილიყო”, - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

ხოაკინ ფექნიქსი ოსკარზე სამჯერ არის ნომინირებული. მაყურებლების ნაწილი მას ჯოკერის როლისთვის ამჯერად უკვე ოსკარის მოპოვებას უწინასწარმატყველებს.

”მისი ბრძოლები იყო, რომ ეპოვა სიხარული, ყოფილიყო დაკავშირებილი, ეგრძნო სითბო და სიყვარული და სწორედ ამ ნაწილით დავინტერესდი ამ პერსონაჟში. ის ჩემთვის ძალიან ბევრი განსხვავებული რამ იყო. გადაღებების პირველ კვირებში და გადაღებების დასასრულისას ის სრულიად სხვადასხვა ადამიანი იყო. არასდროს მქონია ასეთი გამოცდილება”, - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

მსახიობის თქმით, ის თვეების განმავლობაში ვარჯიშობდა, რომ ჯოკერის დამახასიათებელი სიცილი გამოსვლოდა. მისივე თქმით, ეს სიცილი ჯოკერისთვის “არის რაღაც, რაც თითქმის მტკივნეულია”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები