იაპონია

იაპონიაში, ტაიჯის სანაპიროზე დელფინებზე ყოველწლიური ნადირობა დაიწყო

AFP

იაპონიაში, ქალაქ ტაიჯის სანაპიროზე დელფინებზე ყოველწლიური ნადირობა დაიწყო.

ნადირობის დროს დელფინებს ხორცისათვის დანებით კლავენ, ნაწილს კი იჭერენ და მათ აკვარიუმები და ზოოპარკები ყიდულობენ.

იაპონური მედიის მიხედვით ნადირობა კვირას დაიწყო, თუმცა გემები დელფინების გარეშე დაბრუნდნენ. გარემო დამცელი ჯგუფის, The Dolphin Project-ის მიხედვით კი ორშაბათს 5 დელფინი მოკლეს.

სეზონის განმავლობაში 1,700-მდე დელფინს კლავენ ან იჭერენ.

ნადირობის ამ პრაქტიკის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი The Cove გამოვიდა. 2009 წელს ფილმმა ოსკარიც მიიღო.

ტაიჯის მეთევზეები ამბობენ, რომ ეს ტრადიციაა და მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დელფინებზე ნადირობის სეზონი 6 თვე გრძელდება.

იაპონიამ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ვეშაპებზე ნადირობაც განაახლა.

დელფინის და ვეშაპის ხორცზე მოთხოვნამ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად იკლო, რადგან მასში არაჯანსაღი რაოდენობის მერკური აღმოაჩინეს.

კომენტარები