სირცხვილია

აქტივისტები პარლამენტის ჭიშკართან დგომას ითხოვდნენ, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"სირცხვილიას" აქტივისტები პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან დგომას ითხოვდნენ, პოლიციამ კი მათ იქ დგომის საშუალება არ მისცა და მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყვანა.

აქტივისტები, პარლამენტთან დილით შეიკრიბნენ, სადაც მათ დეპუტატებს სირცხვილის დერეფნები მოუწყვეს. ამის შემდეგ ისინი პარლამენტში არ შეუშვეს და "სირცხვილიას" აქტივისტების ნაწილი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან დადგნენ, რაშიც ხელს მათ პოლიცია უშლიდა. აქტივისტებმა პოლიციის მოთხოვნას რომ ადგილი დაეტოვებინათ, უპასუხეს რომ მათ აქციის ფარგლებში იქ დგომის საშუალება ჰქონდათ. საბოლოოდ, სირცხვილიას აქტივისტებს პოლიციამ პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან დგომის საშუალება არ მისცა და მათ ადგილი ნების საწინაღმდეგოდ დაატოვებინა.

"სირცხვილიას" აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა რომ მათ საშვები დაშვებული ჰქონდათ. ამის მიზედად პარლამენტში მათ უთხრეს, რომ "საშვების პროგრამამ გაჭედა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები