უზენაესი სასამართლო

იუსტიციის საბჭომ პარლამენტს უზენაესის მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა (სია)

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ნომინირებულები არიან:

თამარ ალანია - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

მერაბ გაბინაშვილი - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

შოთა გეწაძე - 11 ხმით ერთის წინააღმდეგ;

მირანდა ერემაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

მამუკა ვასაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

მაია ვაჩაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

თამარ ზამბახიძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

შალვა თადუმაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ზაზა თავაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ბიულეტენი გაბათილდა;

ვლადიმერ კაკაბაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

გიორგი მიქაუტაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

პაატა სილაგაძე - 10 ხმით 1-ის წინააღმდეგ, 1 ხმა გაბათილდა;

ნუგზარ სხირტლაძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ნინო ქადაგიძე - 11 ხმით 1-ის წინააღმდეგ;

ლაშა ქოჩიაშვილი - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ქეთევან ცინცაძე - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

ალექსანდრე წულაძე - 10 ხმით 2-ის წინაღმდეგ;

გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ;

იუსტიციის საბჭოს სულ 14 წევრი ჰყავს. საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში თავადაც მონაწილეობს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მოუღია. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ანა დოლიძეც, რადგან შვებულებაშია.

მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად, სულ მცირე, 10 ხმა სჭირდებოდათ.

აქართველოს უზენაესი სასამართლო 20 ახალი მოსამართლით უნდა შეივსოს. მოსამართლეები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს ინსტანციაში უვადოდ დაინიშნებიან, კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და მედეგობის პრინციპებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ვაკანტური ადგილებისთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. 

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭო სწორედ 20 კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტი კანდიდატურებს კენჭს სათითაოდ უყრის და მათ დანიშნავს ან არ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები