საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ, 5 სექტემბერს გაიმართება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანაა.

"უნგრეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და უნგრეთი არის როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი. პრეზიდენტი მოინახულებს, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ზოლს და ესტუმრება ერთ-ერთ სოფელს. მას ასევე შეხვედრა ექნება ევროკომისიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ მათთან გაიაროს დეტალები როგორ შეიძლება უფრო მეტად რომ იყოს ჩართული უნგრეთი ამ თემაში და უფრო მეტი დახმარება გაგვიწიოს", - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

უნგრეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხვალ, 5 სექტემბერს შეხვდება, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი და იანოშ ადერი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. 

5 სექტემბერსვე, უნგრეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს დაშეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის ბოლოს, მის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.

კომენტარები