სკარლეტ იოჰანსონი და ვუდი ალენი

სკარლეტ იოჰანსონი ვუდი ალენთან მუშაობას გააგრძელებს

EVERETT COLLECTION / ew

ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც ვუდი ალენთან ერთად სამჯერ იმუშავა, ამბობს, რომ რეჟისორთან და მეგობართან თანამშრომლობას არ შეწყვეტს. 

იოჰანსონი, რომელიც ჟურნალმა "Forbes" ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სიაში შეიყვანა, ამბობს, რომ ის გვერდში უდგას 83 წლის ლეგენდარულ რეჟისორს, რომელიც საკუთარმა შვილმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

"მე მიყვარს ვუდი და მასთან ნებისმიერ დროს ვითანამშრომლებ" ამბობს მსახიობი. "ვუდის ყოველთვის ვნახულობ, როცა შემიძლია, ჩვენ ერთმანეთთან სრულიად გახსნილად ვსაუბრობთ. მან მითხრა რომ უდანაშაულოა და მე მისი მჯერა. ახლა საკმაოდ რთული დროა, რადგან ყველა აღელვებული და გაბრაზებულია.(იგულისხმება #MeToo კამპანია) ასეთ დროს რაღაცეები ერთმანეთში ირევა"

აღსანიშნავია, რომ როდესაც ვუდი ალენის წინააღმდეგ ბრალდებები გამოჩნდა, რეჟისორმა თავის ფილმზე "A Rainy Day in New York" მუშაობა დაასრულა და ვარსკვლავებმა ტიმოთე შალამემ და რებეკა ჰოლმა თავიანთი ჰონორარი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაურიცხეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ალენის ფილმი "A Rainy Day in New York" აშშ-ში ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, ევროპაში ის ნელ-ნელა იწყებს კინოთეატრებში გამოჩენას, ხოლო რეჟისორი შემდეგ პროექტზე მუშაობს.

 

ფოტო: ZOE MCCONNELL / THE HOLLYWOOD REPORTER

 

 

კომენტარები