სამთავრობო ცვლილებები

საშუალება არ მოგვეცა - მაკო გომურის უპასუხოდ დატოვებული კითხვა ტაბულამ გახარიას გაუმეორა

ევროპულ საქართველოსთან პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოსმენის დასრულების შემდეგ, ტაბულას ჟურნალისტმა გახარიას მაკო გომურის უპასუხოდ დატოვებული შეკითხვა გაუმეორა. საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ არ მიეცათ პასუხის გაცემის საშუალება და ის მაკო გომურს პირადად გასცემს ყველა შეკითხვაზე პასუხს.

"მე როგორმე მაკო გომურს პირადად გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ესაა ჩემი პოზიცია", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას.

ტაბულას ჟურნალისტმა გახარიას შეახსენა, რომ მას ჰქონდა დრო და ნაცვლად პასუხის გაცემისა, მან თქვა, რომ ეს "ეს კითხვა არ ყოფილა, ეს შეფასება იყო. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის"

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, 6 სექტემბერს, გამართულ ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიას მაკო გომურის კითხვა წაუკითხა.

კომენტარები