სამთავრობო ცვლილებები

გახარიას "მარშელების" და სხვა ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები არ ახსენდება

შსს

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ყოფილ შს მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტები არ ახსენდება.

ეს მან ევროპული საქართველოს ფრაქციის სხდომაზე სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად თქვა, რომელმაც ჰკითხა, თუ ახსოვს მაგალითად, 2013 წლის თებერვალში ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტი, ან ძალადობრივი ჯგუფის, ქართული მარშის მიერ მოწყობილი კონტრაქცია მაისში, როცა მათ ლგბტქ აქტივისტებს კონტრაქცია მოუწყვეს.

სერგი კაპანაძე: ამ ბოლო წლების განმავლობაში პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები, განსაკუთრებით მასიური ღონისძიებების დრო, სხვა იყო? გახსენდებათ რაიმე მნიშვნელოვანი.

გიორგი გახარია: ვერ გავიგე, კიდევ ერთხელ.

სერგი კაპანაძე: ვერ გაიგეთ იმიტომ, რომ ტელეფონში იყურებით.

გიორგი გახარია: დიახ, ვიყურები.

სერგი კაპანაძე: ანუ, გამოხატავთ უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ. იმიტომ კი ვერ გაიგეთ რომ რაიმე აკუსტიკური პრობლემაა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ რადგანაც ვერ გაიგეთ. ბოლოს წლების განმავლობაში იყო თუ არა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მასიური თავყრილობის დროს ყოფილა ძალა გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ?

გიორგი გახარია: დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ.

სერგი კაპანაძე: სხვა ენაზე გითხრათ?

გიორგი გახარია: დიახ, რა თქმა უნდა.

სერგი კაპანაძე: ქართულად ვერ გაიგეთ?

გიორგი გახარია: დიახ, ვერ გავიგე. თქვენი ქართული არ მესმის, ცოტა უფრო კონკრეტულად მითხარით.

სერგი კაპანაძე: მე მგონი ივანიშვილის ქართული გესმით მარტო და იმ ენაზე ვერ დავიწყებ მეტყველებას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ლიტერატურული ქართულით მაშინ. ბოლო წლების განმავლობაში თუ გახსენდებათ შემთხვევები, როდესაც მასიური არეულობების თუ სხვადასხვა მასიური თავყრილობის დროს ყოფილა ძალა გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ. 

გიორგი გახარია: დიახ, მახსენდება.

სერგი კაპანაძე: რომელი შემთხვევა?

გიორგი გახარია: პანკისი მახსენდება.

სერგი კაპანაძე: სხვა არ გახსენდებათ?

გიორგი გახარია: მეტი ახლა არ მახსენდება, პანკისი მახსენდება.

სერგი კაპანაძე: ბოლო 6-7 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა არ გახსენდებათ?

გიორგი გახარია: არ მახსენდება, გამახსენეთ.

სერგი კაპანაძე: გასაგებია, აი, მაგალითად, თუ გახსენდებათ ძალის გამოყენება მაგალითად თქვენი წინამორბედი ღარიბაშვილი იყო მაშინ შშს-სმინისტრი შემდეგ პრემიერმინისტრი, მაგალითად კორცხელში პოლიციელების წინააღმდეგ, შეტევა პოლიციელების წინააღმდეგ, გახსენდებათ ასეთი შემთხვევები? არა, ხომ?

გიორგი გახარია: კი, გამახსენდა.

სერგი კაპანაძე: კარგია. ცუდია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ეპიზოდები ამოვარდნილი გაქვთ მეხსიერებიდან. ბიბლიოთეკასთან რომ იყო რამდენიმე წლის დიდი შეხლა-შემოხლა და თავპირი დაუმტვრიეს, როგორც ოპოზიციის, ისე პოლიციის წარმომადგენლებს, ეს თუ გახსენდებათ?

გიორგი გახარია: რაღაც კადრები მახსოვს.

სერგი კაპანაძე: ისე არ გახსოვთ ხომ? არ იყავით ჩართული აქტიურად მაშინ. კარგი, აი ახლა ბოლო პერიოდში, თქვენი ფრაზა გამახსენდა, რომ ერთი და იგივე ძალადობრივი ჯგუფი არის ხოშტარია თუ ვასაძეო, ხომ გახსოვთ ეს თქვენი ცნობილი ფრაზა? ბოკერია გამოვტოვე და ეწყინა, ბოკერია, ხოშტარია და ვასაძეო. აი ვასაძის რადიკალური ჯგუფი თავს ესხმოდა უმცირესობას და პოლიციაც რომ იყო იქ და პოლიციაზე ძალადობდა, ეს თუ გახსენდებათ? მარშის ქმედებები, როდესაც პოლიციელებზეც იყო მათ შორის ძალადობა.

გიორგი გახარია: არა, ეს არ მახსენდება.

სერგი კაპანაძე: ეს ჯგუფი პოლიტიკურად თქვენთან ახლოსაა, ეტყობა, და მაგიტომ არ გახსენდებათ, თუ კადრები არ გინახავთ, როგორ ახტებოდნენ თავზე პოლიციელებს, ცემდნენ.

გიორგი გახარია: ეს ჯგუფი პოლიტიკურად თქვენთანაა ახლოს, ეს ერთი და მეორე ის, რომ უბრალოდ პოლიციაზე მათი მხრიდან ძალადობა არ მახსენდება.

სერგი კაპანაძე:​ მარშელების მხრიდან პოლიციაზე ძალადობის შემთხვევები, მაგალითად, როდესაც კონტრაქცია გააკეთეს არ გახსენდებათ, არცერთი? თქვენს მეხსიერებას ვამოწმებ ბატონო გიორგი, გახსენდებათ თუ არა?

გიორგი გახარია: აზრი არ აქვს.

სერგი კაპანაძე: კარგი, რამდენიმე გაიხსენეთ, ხომ? იმ შემთხვევებიდან, რომლებიც გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი არის დაკავებული პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობის გამო?

გიორგი გახარია: ვერ გეტყვით, არ მახსოვს, მაგრამ გეტყვით, რომ აბსოლუტურად არარელევანტურიშედარებაა. მე ვიცი, რომ არის რამდენიმე შემთხვევაში გამოძიება დაწყებული, თუმცა დაკავებულები არ მახსოვს.

სერგი კაპანაძე: ანუ, დაიწყო გამოძიება, ისევ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ დაკავებული არ არის. 20 ივნისის შემთხვევაზე რამდენი ადამიანია დაკავებული?

გიორგი გახარია: დაახლოებით, 19, თუ არ ვცდები.

სერგი კაპანაძე: ამაში პრობლემას ვერ ხედავთ, ხო?

გიორგი გახარია: ვერ გავიგე?

სერგი კაპანაძე: როდესაც ერთის მხრივ გვაქვს ძალადობის შემთხვევები და იქ არ არის დაკავებული, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოძალადეები იყვნენ თქვენთვის მისაღები ადამიანები და მეორე შემთხვევაში იყვნენ თქვენთვის მიუღებელი ადამიანები. ერთ შემთვევაში არიან დაკავებული, მეორე შემთხვევაში არა, ამაში პრობლემას ვერ ხედავთ?

გიორგი გახარია: ვერ ვხედავ, სისულელეს ლაპარაკობთ ახლა და იმიტომ, არარელევანტური შედარება გაქვთ.

სერგი კაპანაძე: სისულელეს ლაპარაკობთ უკვე ერთი საათია და ვითმენთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ ხართ პრემიერმინისტრიმთელი ქვეყნის და არამარტო ივანიშვილის. როდესაც სათქმელი არ გაქვთ და იჭედებითგადადიხართ შეურაცხყოფაზე, მაგრამ როგორღაც მაგდენისმოთმენა შეგვიძლია. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციაზე ძალადობს თქვენთვის მისაღები, თქვენთან დაახლოებული, მათ შორის თქვენი კანდიდატ კამპანიაში ჩართული ჯგუფები და ისინი აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელს, ძალადობენ მასზე და ისინი არ არიან დაკავებულები და მეორეს მხრივ გვაქვს თქვენთვის მიუღებელი ადამიანები, რომლებიც ასევე ძალადობენ შეიძლება პოლიციელზე და არიან დაკავებულები. ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავება რომ არის და განსხვავებული მიდგომაა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს?

გიორგი გახარია: ე.ი. თქვენ მე პოლიციის ღირსების დაცვას ნუ მასწავლით.

სერგი კაპანაძე: მე არაფერს არ გასწავლით, კითხვას გისვამთ, საღი აზრის ფარგლებშია ამაზე პასუხი და გამეცით პასუხი, რომ ან არის პრობლემა ან არ არის პრობლემა. 

გიორგი გახარია: საღი აზრის ფარგლებში ზუსტად რომ არ არის და თქვენ ტოლობის ნიშანს ნუ აყენებთ კონრეტულ რაღაც შემთხვევებს შორის და მაშინ როდესაც თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმს ახდენთ.

სერგი კაპანაძე: მორიგი ტყუილი, ჩვენი ხელმძღვანელობით არაფერი არ იქ ხდებოდა, პირიქით, ჩვენ მათ შორის აქ მყოფი ადამიანები ვიდექით შუაში და ხალხს ვაშველებდით. ეს არის სრული სისულელე და ტყუილი.

კომენტარები