რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს

0 კომენტარი

დღეს, 7 სექტემბერს რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. დღის პირველ ნახევარში, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინული სიმბოლოკით, დაახლოებით, იგივე დროს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაეშვა რუსეთის სცეპიალური საავიციო დანაყოფის თვითმფრინავი რასია. ორივე თვითმფრინავში 35-35 პატიმარი იმყოფებოდა.

ბორისპოლის აეროპორტში, უკრაინელ პატიმრებს ოჯახს წევრებთან და მეგობრებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმ ზელენსკი დახვდა.

აეროპორტებში დაფრენიდან მალევე, ორივე თვითმფრინავთან ორ-ორი ავტობუსი მივიდა, რომლებშიც პატიმრები იმყოფებოდნენ. სულ გაცვლილია 70 პატიმარი, უკრაინის 35 და რუსეთის 35 მოქალაქე.

გათავისუფლებულებს შორის არიან 24 უკრაიანელი სამხედრო მეზღვაური და რეჟისორი ოლეგ სენცოვი. ასევე, გათავისუფლდა უკრაინაში რუსული გამოცემა რია ნოვოსტის მთავარი რედაქტორი, კირილ ვიშინსკი და მალაიზიური ბოინგ MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებული ვოლოდიმირ ცემახი. 

ცემახი, უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტული ძალების ყოფილი მეთაურია და მალაიზიური ავიახაზების ბოინგ MH17-ის ჩამოგდების მონაწილეობაში ერთერთი ბრალდებულია. ჰოლანდიელმა პროკურორებმა კიევი გააფრთხილეს, რომ ცემახი რუსეთისთვის არ გადაეცათ, რადგან ეს საქმის გამოძიებას გაართულებდა. ჰოლანდიის მხარის გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინის სასამართლომ 5 სექტემბერს ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრების გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის აგვისტოში გაააქტიურდა. გაცვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პროცესის მოსალოდნელი სწრაფი დასრულების შესახებ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები