ტექნოლოგიური სიახლეები

Sony-ი 40 წლის შემდეგ საიუბილეო Walkman-ს გამოუშვებს

.cnn.com

ტექნოლოგიის იაპონორი გიგანტი Sony-ი, რევოლუციური პორტატული მუსიკალური დამკვრელის Walkman-ის საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა ბერლინში გამართულ ელექტრონიკის შოუზე გაავრცელეს.

1979 წელს გამოშვებული Walkman TPS-L2 პირველი პორტატული მუსიკალური დამკვრელი იყო. მოწყობილობამ სფეროში რევოლუცია მოახდინა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეცვალა მუსიკის მოყვარულების ცხოვრება.

ახალი, Walkman NW-A100TPS-ზე დატანილი იქნება, საიუბილეო ლოგო, ხოლო დიზაინი 1979 წლის მოდელის ბაზაზე მომზადდა. მოწყობილობა აღჭურვილი ექნება კასეტების წამკითხავით. კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვაში ჩაეშვება ახალი დამკვრელის ბიუჯეტური ვერსიაც, რომელზეც არ იქნება დატანილი სიუბილეო ლოგო.

ახალი Sony Walkman ანდროიდის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს, მოწყობილობას გააჩნია ხმაურის ჩახშობის და უმაღლესი ხარისხის აუდიო რეზოლუცია. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება, ასევე, ე.წ. ვინილ პროცესორით, რომელიც ციფრულ მუსიკას ვინილის ჩანაწერის ეფექტით დაუკრავს.

მოწყობილობის ელემენტი 26 საათიან უწყვეტ რეჟიმზე არის გათვილილი. ჯერჯერობით უცნობია, მოწყობილობის გამოშვების თარიღი და ფასი. 

კომენტარები