სირცხვილია

კვიციანმა აქტივისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, აგინა პოლიციას

პარლამენტთან დაპირისპირებაა. დეპუტატმა ემზარ კვიციანმა "სირცხვილიას" აქტივისტებს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ გარდა, აგინა პოლიციასაც.

"თქვენი დედას შე**ცი, გამიშვით ხელი" - მიმართა კვიციანმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს.

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქციის მონაწილეებმა მას "მონა" და "რუსეთის კაცი" უწოდეს, კვიციანმა კი მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აქცია სირცხვილიას მონაწილეები ემზარ კვიციანის დაკავებას ითხოვენ. პოლიციამ დეპუტატი წაიყვანა, სავარაუდოდ, ის ტერიტორიას განარიდეს.

"მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას" - უთხრა აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პოლიციელმა.

კომენტარები