დაპირისპირება პარლამენტთან

"პატრიოტებო, გელოდებით პარლამენტის წინ" - კვიციანი 16:00-ზე სირცხვილიას კონტრაქციას აანონსებს

საქართველოს პარლამენტი

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი 16:00-ზე სირცხვილიას კონტრაქციას აანონსებს. მან პარლამენტის წინაც მოუწოდა "პატრიოტებს", შეკრებისკენ. შემდეგ კი, მიმართვა "ფეისბუქზე" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 8 სექტემბერს, 16:00-ზე, პატრიოტთა ალიანსს შეკრება სპორტის სასახლეში ჰქონდა დაანონსებული. სწორედ იმ ადამიანებს მოუწოდა ემზარ კვიციანმა "პირდაპირ პარლამენტთან" მისვლისკენ. 

"რამდენჯერ გამივლია ამათ შორის, არასოდეს მსგავსი თავდასხმა არ გაუბედიათ ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისგან მართულ მოღალატეებს! დღეს მითუმეტეს, რომ ჩვენ მხარი არ დაუჭირეთ მთავრობას, თავდასხმის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო??? ნახეთ გუშინდელი ჩემი გამოსვლის კადრები და მიხვდებით თუ ვისგან იმართება პროცესები! კიდევ რა ლუსტრაცია ჭირდება იმ მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება??? ყველაფერი უბედურება მოდის სუსიდან, რომელშიც უამრავი უცხო ქვეყნის რეზიდენტი(აგენტი)ბუდობს!!!

16:00-ზე გთავაზობთ, პირდაპირ შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და გავწმინდოთ ჩვენი დედაქალაქი ქვეყნის მტრებისგან !!! ვეტერანებო, ვინც ნამდვილად იბრძოდით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვისაც ზურგში არ გისვრიათ ჩვენთვის, ვინც ვიბრძოდით ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველას გელოდებით პარლამენტის წინ! ვინც გამყიდველ სუსის თანამშრომლებს არ ექვემდებარებით, გელოდებით, ვინც არ ხართ იგორა გიორგაძესთან და ბოკერიასთან შეკრული, გელოდებით პარლამენტის წინ! დღეს 8 სექტემბერია და 27 სექტემბრამდე უნდა გავწმინდოთ ქვეყანა მტრებისგან!!! დიდება ღმერთს" - წერს კვიციანი.

ემზარ კვიციანი დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან მივიდა. ის სირცხვილის კორიდორმა გააღიზიანა. აქტივისტებმა კვიციანს რუსეთის მონა უწოდეს, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა კი, აქტივისტებს და ოპერატორებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, აგინა პოლიციას. ის ტერიტორიიდან განარიდეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

კომენტარები