თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

გლდანის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, წყალსადენის, შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის, ვანათის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, კეკელიძის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსანის და დანიბეგაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ქუთათელაძის, ხომლის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, პიკასოს, კაპანელის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძგლას, ცაგარელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები