საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან გადააყენა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის სპიკერის პოსტიდან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.

ეს ტაბულას ადმინისტრაციაში დაუდასტურეს, თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენლები მედიას არ ეუბნებიან, რატომ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება. 

პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირინა შენგელიამ თქვა, რომ მოისწრაფიშვილი მხოლოდ სპიკერის პოსტიდან წავიდა და ამ ეტაპზე რჩება ადმინისტრაციის თანამშრომლად. 

თავად ხატია მოისწრაფიშვილი ტაბულას ზარებს არ პასუხობს. 

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა და ახლა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის გადაყენება მის მხარდაჭერას უკავშირდებოდა:

"სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერსსამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა.

სირცხვილია!!!
ასეთებს ჩაუვლია, თქვენაირებს გაუვლია და დღეს მათი გვარები გუგლსაც ძლივს შემორჩა!!!". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები