გიორგი გახარია

პრესსამსახური: გახარია საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრება - პირველი სამუშაო დღე აქვს

საქართველოს მთავრობა

ახლადდანიშნული პრემიერმიინსტრი, გიორგი გახარია თბილისის საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრება. 

პრესსამსახურის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გახარიას დღეს პრემიერის რანგში პირველი სამუშაო დღე აქვს. 

"გიორგი გახარია დღეს შეუდგა პრემიერ-მინისტრის რანგში საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას. 

რაც შეეხება "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, მასში მონაწილეოობენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ და დღეს სხვადასხვა ფორმატში ხვდება კონფერენციაზე მოწვეულ დიპლომატებს და საერთაშორისო ექსპერტებს", - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური. 

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ. მეხუთე წელია თბილისი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. 2019 წლის კონფერენცია - Now What? - დღეს, სექტემბერს გაუიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. 

კომენტარები