თბილისის მერია

m2 "სვეტისგან" დაზარალებულ 2500-მდე ოჯახის ბინების მშენებლობას დაასრულებს

ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია "სვეტის" მიერ დაზარალებულ 2500-მდე ოჯახს ბინებს M2 აუშენებს.

"2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს", - თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა, რომ "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულების მიმართაც და ამ პრობლემის გამოსასწორებლად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.

"ცენტრ პოინტის“ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, მჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც „სვეტის“ შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების მიმართ", - ამბობს კალაძე.

კომენტარები