გვინეთ პელტროუ და ჰარვი ვაინშტაინი

რა როლი ითამაშა გვინეთ პელტროუმ ჰარვი ვაინშტაინის საქმის გამოძიებაში

0 კომენტარი
გვინეთ პელტროუ და ჰარვი ვაინშტაინი ფოტო: theguardian

ჟურნალ New York Times-ში დაბეჭდილ ისტორიაში გვინეთ პელტროუ ჰარვი ვაინშტაინის მრავალი სექსუალური ძალადობის შემთხვევის გამოძიებაში გადამწყვეტი როლის მოთამაშედაა დასახელებული. სწორედ პელტროუსა და სხვა დაზარალებული ქალების ჩვენებების შემდეგ პროდიუსერი საკუთარი კომპანიიდან  გაათავისუფლეს და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. 

ახალ წიგნში სახელწოდებით "She Said: Breaking the Sexual Harassment Story That Helped Ignite a Movement" ავტორები ჯოდი კანტორი და მეგან თუი, ჟურნალისტები რომლებიც იძიებდნენ ვაინშტაინის საქმეს და რომელთა ისტორია, 2017 წლის 5 ოქტომბერს ვაინშტაინის დაცემის ტრიგერად იქცა, წერენ, რომ გვინეთ პელტროუმ, აღუწერელი შიშის მიუხედავად, პირველმა გადმოდგა ნაბიჯი და გახსნილად ისაუბრა პროდიუსერის მხრიდან მასზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე და ასევე სხვა ქალებსაც ითანხმებდა მათი ისტორიის მოყოლაზე. 

წიგნის ავტორები ყვებიან: "გვინეთი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც დარეკა და გადაწყვიტა ამ გამოძებას დახმარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სანამ ამ ზარს ახორციელებდა ვაინშტაინი მასთან სახლში წვეულებაზე მივიდა და ის იძულებული იყო, აბაზანაში გამოკეტილიყო"

 პელტროუ, რომელსაც ვაინშტაინის ბევრ პროექტში მიუღია მონაწილეობა ამბობდა " ბავშვი ვიყავი, კონტრაქტი მქონდა და შეძრწუნებული ვიყავი." ხოლო მას შემდეგ რაც ბრედ პიტს, რომელიც მაშინ მისი მოიფრენდი იყო უთანხმოება მოუვიდა ვაინშტაინთან, პელტროუმ აღნიშნა "მეგონა სამსახურიდან გამიშვებდა" 

ვაინშტაინი, რომელიც მალე სასამართლოს წინაშე წარდგება ყველა ბრალდებას და ნებისმიერ სექსუალურ აქტივობას თანხმობის გარეშე უარჰყოფს. პროდიუსერის დამცველმა პელტროუს სიტყვები იმის შესახებ, რომ მის კარიერას საფრთხე ემუქრება, ეჭქვეშ დააყენა და თქვა "პელტროუ ჰოლივუდის სამეფო ოჯახიდანაა...მამამისი ტოპ პროდიუსერია, დედამისი კი - ცნობილი მსახიობი. სტივენ სპილბერგი მისი ნათლიაა. მას არ სჭირდებოდა ჰარვი ვაინშტაინთან თანამშრომლობა. უბრალოდ თვითონვე უნდოდა და მან მიიღო უმაღლესი ჯილდოები ვაინშტაინთან თანამშრომლობის დროს. ისტორიას, იმის შესახებ რომ მას სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდა, არანაირი ფასი ადევს"

წიგნის ავტორები კანტორი და თუი ასევე იხსენებენ ვაინშტაინის ადვოკატის ლიზა ბლუმის 2016 წლის  საშინელ ჩანაწერს. ჩანაწერში ერთ-ერთი მოწმის როუზ მაკგოვანის ბრალდების დისკრედიტაციის გეგმა იყო აღწერილი. "მე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად მთელი სამყაროს როუზების წინაარმდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მათგანთან მიმუშავია" ამბობდა ჩანაწერში ბლუმი. მას სურდა მაკგოვანის არაჯანსაღ მდგომარეობაზე სტატია ჩაეშვა ინტერნეტში და ის დაუცველად ექცია. 

 მაკგოვანმა აღნიშნა, რომ ის რაც ამ ხალხმა მას გაუკეთა საშინელი ბოროტება იყო და ეს სტატია სხვა ადამიანით მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ქეისია.

ბლუმმა სოც მედიის დახმარებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა: "სამწუხაროდ ჩემი შეცდომებით უფრო მეტი ვისწავლე ვიდრე წარმატებებით. მათთვის, ვინც  2017 წელს ჩემი ბოდიში ვინც გამოტოვა და განსაკუთრებით ქალებისთვის ვამბობ: ვწუხვარ."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები