კატალონია

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

New Tork Times

11 სექტემბერს კატალონიის ეროვნულ დღეს ასობით ათასმა კატალონიელმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში მსვლელობა გამართა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობა, წინა მსვლელობებისგან განსხვავებით შედარებით ნაკლებმა, დაახლოებით, 600 000-მა მოქალაქემ მიიღო. 

კატალონიის ღია უნივერსისტეტის პოლიტიკის ანალიტიკოსმა ჟოან ესკულიესის თქვა, რომ მონაწილეთა სიმცირის მიზეზი კატალონიის პოლიტიკოსებში არსებული დაყოფაა. 

ცენტრისტული მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიის "ერთად კატალონიისთვის" ლიდერი კარლეს პუჩდემონი ესპანეთის მთავრობასთან ხისტი პოზიციის გამოჩენის მომხრეა მაშინ, როდესაც კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენეები მადრიდთან ღია დიალოგის ემხრობიან. 

2017 წელს ამბოხების, სახელმწიფო სახსრების არაკანონიერი მითვისების ბრალდებით პროკურორებს 12 სეპარატისტი ლიდერისთვის 7-დან 25 წლამდე პატიმრობის მისჯა სურთ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოქტომბერში ელოდებიან.

2017 წლის 1-ლ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, თუმცა, ის ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მადრიდმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა და ავტონომია შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 2017 წლის 21 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს.

კომენტარები