The Rolling Stones

The Rolling Stones-მა ბოლო ტურნეში $415.6 მილიონი გამოიმუშავა

NME

მუსიკალურმა გამოცემა Billboard-მა გამოაქვეყნა ლეგენდალური როკ-ბენდის, Rolling Stones-ის შემოსავალი უკანასკნელი საკონცერტო ტურნედან.

No Filter Tour-იდან, რომელიც 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2019 წლის 30 აგვისტოს, მაიამიში დასრულდა, ბენდმა 415.6 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ტურნეს განმავლობაში ჯამში 2 290 871 ბილეთი გაიყიდა. ჩრდილო ამერიკაში როკვარსკვლავები თითო კონცერტში საშუალოდ 11.1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდნენ, ევროპაში კი 8.5 მილიონს. მაშინ, როცა შეერთებულ შტატებსა და კანადაში თითო კონცერტს საშუალოდ 49 041 ადამიანი ესწრებოდა, ევროპაში კი 53 794. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილო ამერიკაში ბილეთების ფასი საშუალოდ 282 დოლარს აღწევდა, როცა დანარჩენ ქვეყნებში ბენდის კონცერტზე მოსახვედრი ბილეთი საშუალოდ 157.88 დოლარი ღირდა.

მარტში მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჯგუფს ჩრდილო ამერიკის 17 კონცერტის გადადება მოუხდა. აპრილში მას გულის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც Rolling Stones-მა ტურნე განაგრძო.

 

კომენტარები