მსახიობი

ბრედ პიტმა საკუთარ რელიგიურ შეხედულებებზე ისაუბრა

0 კომენტარი
ფოტო: GQ

ბრედ პიტმა გამოცემასთან GQ ინტერვიუს დროს, ახალ ფილმზე "Ad Astra", რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, ზოგადად ადაიანებზე დასაკუთარ რელიგიურ შეხედულებებზე ისაუბრა. 

"ო. მე ყველაფერი გამოვიარე. თითქოს რელიგიას ვეპოტინები. მე ქრისტიანობით გავიზარდე. ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი მას, მაგრამ ზოგჯერ მჯეროდა. შემდეგ მარტო დავრჩი და ისიც მივატოვე, საკუთარ თავს აგნოსტიკი ვუწოდე. ზოგჯერ ისევ ვცდილობდი სულიერებასთან დაახლოებას, მაგრამ ამ დროს თავს კარგად არ ვგრძნობდი. შემდეგ ათეისტი გავხდი - თითქოს მეამბოხეობა ვცადე. სინამდვილეში ათეისტი არ ვიყავი. ეს პანკ-როკს გავდა. მოგვიანებით კი აღმოვაჩინე რომ რწმენას ვუბრუნდები. სიტყვა "სულიერება" მძულს, უბრალოდ მჯერა, რომ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებულები ვართ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები