NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 78% უჭერს, NATO-ს წევრობას - 71%

U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78%-სთვის მისაღებია გაცხადებული მიზანი, საქართველო გადეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 14%-სთვის მიუღებელი. პროცენტულად, ევროკავშირის წევრობა ყველაზე მეტად მიუღებელი 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვისაა - 17%. 

რაც შეეხება NATO-ს, მოსახლეობის 71%-სთვის მისაღებია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, 17%-სთვის მიუღებელი. აპრილში ეს მონაცემი შესაბამისად 74% და 15% იყო, ხოლო იანვარში - 78% და 13%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები