NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 65% გენდერულ კვოტას მხარს უჭერს

0 კომენტარი
ფოტო: ქალთა მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 65% მხარს უჭერს პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღებას.

NDI განმარტავს, რომ მოქალაქეებს კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვეს:

"გენდერული კვოტა არის დროებითი ზომა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიაში შეიყვანონ ორივე სქესის კანდიდატების (ძირითადად ქალების) გარკვეული რაოდენობა. ამ გზით გაიზრდება ქალების რიცხვი პარლამენტში და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზე. ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, რამდენად უჭერთ ან არ უჭერთ მხარს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას?".

გამოკითხულთა 24% კვოტას მხარს არ უჭერს, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოკითხვების შემდეგ გენდერული კვოტის მომხრეთა რაოდენობა მცირედით გაიზარდა და მცირედით შემცირდა მოწინააღმდეგეთა რიცხვი.

ამასთან, სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას ყველაზე მეტი მხარდაჭერა თბილისსა და დიდ ქალაქებში აქვს. რაც შეეხება ასაკობრივ დაყოფას, არ სხვაობა არ არის. სქესის მიხედვით კი, კვოტას უფრო მეტი ქალი (70%) უჭერს მხარს, ვიდრე კაცი (58%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები