ფულის გამოძალვა

შსს: ბათუმში ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები