საბანკო რეგულაციები

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

0 კომენტარი
კობა გვენეტაძე ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გვენატაძის თქმით, წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია.

დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ კი შევხედავთ ის ძირითადი მიზნები რის მიღწევასაც ვფიქრობდით მიღწეულია. ჩვენ ვხედავთ, ამ სფეროში პორტფელის გაჯანსაღებას, ანუ, სესხები გაიცემა უფრო კარგი მაჩვენებლებით და უფრო კარგი სტანდარტებით.",— განაცხადა გვენეტაძემ.

ამავდროულად, გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეგულაციების წესები გადახედვა და გამარტივება. 

"ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეგულაციების გადახედვა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პროცესი ამგვარად წარიმართებოდა ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივდეს რეგულაციები და იყოს უფრო მეტად გასაგები. ასევე ვმუშაობთ, რომ თუ კი არსებობს ამ ნაწილში რაიმე ბიუროკრატიული ტვირთი მის ჩამოშორებაზე". 

შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაციებით ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები