სემეკ-ი

ზურაბიშვილმა პარლამენტს სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა

mrdi.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარუდგინა. ინფორმაციას სემეკ-ში ადასტურებენ.

ტაბულას სემეკ-ში დაუდასტურეს, რომ დავით ნარმანია გუშინ, 17 სექტემბერს, პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვდა. 

დავით ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარედ არჩევას პარლამენტში 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კანდიდატურას დღეს, 18 სექტემბერს, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. 

მანამდე, თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ თქვა, რომ უმრავლესობასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მზად იყო სემეკ-ის საქმიანობას გაძღოლოდა. 

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოიწურა.

კომენტარები