ლელო

კოჟორიძე, ბოძაშვილი, დოლენჯაშვილი და სხვები - ხაზარაძემ "ლელოს" 12 წევრი დაასახელა

ტაბულა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრების ვინაობა ცნობილია.

მოძრაობის სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს არიან სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა გამოცდილების ადამიანები და ერთიანდებიან იმისთვის, რომ ქვეყანა იქცეს წარმატებულ სახელმწიფოდ, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანის ღირსება და მისი დაცვა იქნება.

დღეს გამართულ ბრიფინზე "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 12 მათგანის სახელი და გვარი დაასახელა, შემდეგ კი, მათ საკუთარი თავი თვითონ წარადგინეს.

  • ლანა გალდავა - იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობები სპეციალისტი.
  • ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
  • ​თეონა დოლენჯაშვილი - ჟურნალისტი, მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი
  • კახა კოჟორიძე - იურისტი, საის-ს ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებების მიმართულებით
  • მედეა მეტრეველი - ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი
  • გია გუგუშვილი - მხატვარი, პროფესორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი
  • საბა ბუაძე - იურისტი
  • გიგლა მიქაუტაძე - ეკონომისტი, გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი
  • ქეთი ენუქიძე - ფილოლოგი, ორგანიზაციის "შეაჩერე კორუფცია" ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • ელენე მელიქიშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი
  • ​გია მორდეღაშვილი - ბიზნესმენი
  • დავით გელაშვილი - ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მოძრაობის წევრი იქნება მისი ბიზნეს პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეც, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს იყო დეპუტატი და ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აქტზე.

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ "ლელოს" წევრები იქნებიან ყველა სფეროს წარმომადგენელები, პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად აკეთებენ. მისივე თქმით, ყველა მათგანს ამავე ფორმატით წარადგენენ - ერთდროულად 12 ადამიანს.

მამუკა ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი წარდგენა პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში არ არის და პარტიის დაფუძნება ცალკე იქნება, რომლის ლიდერებს პრაიმერის პრინციპით აირჩევენ.

კომენტარები